ზეღდულეთში საპროტესტო აქცია განახლდა - ადგილობრივები მსვლელობით გორის მერიისკენ მიემართებიან

გამოქვეყნდა:

ზეღდულეთში საპროტესტო აქციები განახლდა - მოსახლეობა ეკონომიკის სამინისტროს მიერ გასხვისებული მიწების დაბრუნებას ითხოვს.

ადგილობრივები დღეს ხელისუფლების წარმომადგენლებს ელოდებოდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც ყურადღება არავინ მიაქციათ, გორის მერიის შენობისკენ დაიძრნენ. ამბობენ, რომ ინვესტორმა სასამართლოში უჩივლათ და ახლა ჯარიმებს ერთმანეთის მიყოლებით იღებენ.

"ჩვენ გვაჯარიმებენ ჩვენს ნაკვეთში, ჩვენს მიწებზე. მოსულიყვნენ და ენახათ, მართლები ვართ რომ გვაჯარიმებენ თუ არ ვართ. მივდივართ გამგეობაში, რომ გავარკვიოთ ეს ამბავი. მთელი ზამთარი მოგვკლეს, ახლა ზაფხული დაიწყო, კიდევ გვემუქრებიან, გვაჯარიმებენ ჩვენს ნაკვეთებში. რა გავაკეთოთ?! როგორ მოვიქცეთ ის მაინც გვითხრან!", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

გზაზე პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული, რომლებმაც წინა აქციების დროს მოქალაქეებს გადაადგილებაში არაერთხელ შეუშალეს ხელი. უცნობია, როგორ განვითარდება დღეს მოვლენები. 

შეგახსენებთ, ზეღდულეთში ათობით ჰექტარი მიწა, სადაც საძოვრები იყო, წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა, თუმცა "ქართული ოცნების" წევრი, სოზარ სუბარი მოსახლეობას 2012 წელს ჰპირდებოდა, რომ თუ ხელისუფლებაში მოვიდოდნენ, საძოვრები სოფელს დაუბრუნდებოდა. მმართველ გუნდს პირობა არ შეუსრულებია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი