დაპირისპირება თამაზ შიოშვილსა და მოსახლეობას შორის - ზეღდულეთელები გორის მერთან შეხვედრას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

ზეღდულეთის მცხოვრებლები, რომლებმაც დღეს აქცია გამართეს გორში მიდიან. მათ მერთან, ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან შეხვედრა სურთ. 

მოქალაქეები გორამდე ფეხით მიდიან, მათ გზაზე მერის მოადგილე, თამაზ შიოშვილი დახვდათ. მან ვერცერთ კითხვას ვერ უპასუხა, რის გამოც ადგილობრივები პოლიტიკოსს დაუპირისპირდნენ. მოსახლეობა ამბობს, რომ 2012 წელს, როცა "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოსვლას ცდილობდა, პარტიის წევრები მოსახლეობას გასხვისებული მიწების დაბრუნებას დაჰპირდნენ.  

"2008 წელს ხომ იდექი ჩვენ გვერდით, არასწორიაო მაშინ, ახლა სწორია?! თქვენ ხომ შეგვპირდით?!" - ეუბნებოდნენ აქციის მონაწილეები შიოშვილს. 

შიოშვილი მოსახლეობას უმტკიცებდა, რომ - "მერს არავის მოსაყვანი არ სჭირდა, იმხელა ავტორიტეტი ჰქონდა, რეიტინგი ჰქონდა, [ზეღდულეთი] არ ჰკიდია, არა, სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვერ ვერევით".

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.

შეგახსენებთ, ზეღდულეთში ათობით ჰექტარი მიწა, სადაც საძოვრები იყო, წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა, თუმცა "ქართული ოცნების" წევრი, სოზარ სუბარი მოსახლეობას 2012 წელს ჰპირდებოდა, რომ თუ ხელისუფლებაში მოვიდოდნენ, საძოვრები სოფელს დაუბრუნდებოდა. მმართველ გუნდს პირობა არ შეუსრულებია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი