სამცხე–ჯავახეთში, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული მედია, "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაავადება სოფელ საკირეში 45 წლის ქალს დაუდასტურდა, მეორე ინფიცირების შემთხვევა კი სოფელ ჭვინთაში დაფიქსირდა, სადაც ინფიცირებული 49 წლის კაცია.
საერთო ჯამში, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით ინფიცირებულთა რიცხვი სამცხე-ჯავახეთში 39-მდე გაიზარდა.