მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზქენდში დღეს საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
ადგილზე მეხანძრეები გამოიძახეს, თუმცა სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟის მისვლამდე, სახლი მთლიანად დაიწვა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
ადგილობრივების თქმით, სახლის ასაშენებლად დაგროვებული 20 ათასი ლარი ხანძრის დროს დაიწვა. მათი ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში ინახებოდა ოქროც.
შემთხვევის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა და შესაბამისად არავინ დაშავებულა.
მომხდარზე გამოძიება დაიწყო.