17 გმირის დაუსრულებელი მონუმენტი შინდისში - "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ტერიტორიულ მთლიანობას შეწირული მებრძოლების მონუმენტის დასრულება ომიდან 14 წლის თავზეც ვერ შეძლო. არადა, მუშაობა ჯერ კიდევ 5 წლის წინ დაიწყო და ამაში ბიუჯეტიდან ასობით ათასი ლარი დაიხარჯა.
ახლა შინდისში, გმირულად დაცემული ბიჭების მემორიალთან ჯერ მხოლოდ 11 მონუმენტი დგას და ისიც დაუსრულებელი. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ პროექტის სისრულეში მოყვანა ვერც 11 აგვისტომდე მოხერხდება.
სწორედ ეს არის თარიღი, როდესაც 2008 წელს შინდისის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გმირულად დაიღუპნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედროები.