14 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან - ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და ტრაგიკულ მოვლენებს იხსენებენ ქალაქში, რომელიც რუსულმა აგრესიამ ყველაზე მერად დააზარალა.
გორში ახლაც უმძიმთ გაიხსენონ 14 წლის წინ განვითარებული მოვლენები, რომელმაც ათობით ათასი ადამიანის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ნაომარ ქალაქში რუსული აგრესიის შედეგად გარდაცვლილებს იხსენებენ და მათ ხსოვნას პატივს მიაგებენ.
"ტელევიზორში ვნახე, როგორ იწვოდა ჩემი სახლი, ნადგურდებოდა ყველაფერი, იღუპებოდნენ ჩემი მეზობლები. საერთოდ რუსის დანახვა აღარ მინდა იმის მერე, არც კარგის, არც ცუდის. მოხუცი აღარაა თითქმის ჩვენ ბინაში, ეზოში ისხდნენ და ყველა ერთად დაიღუპა, რა უნდოდათ, რას ერჩოდნენ ამ მოხუცებს, ან ჩვენ მშვიდობიანმა მოსახლეობამ რა დავაშავეთ. ყოველი ეს დღე ძალიან დიდი ტკივილია, გორისთვის განსაკუთრებით", - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.