ენმ-ის წევრებმა ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გვირგვინით შეამკეს

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა აგვისტოს ომის გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს. ოპოზიციონერები გიორგი ანწუხელიძის მშობლიურ სოფელ ქვემო ალვანში ჩავიდნენ და მისი სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოში, რუსმა და ოსმა სამხედროებმა ცხინვალში წამებით მოკლეს.

ანწუხელიძის ცხედრის გადმოსვენება 2008 წლის ნოემბერში მოხერხდა.

მისი წამების ამსახველი ვიდეოკადრები კი ინტერნეტში გავრცელდა.

სიკვდილის შემდეგ, გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მესამე პრეზიდენტმა მიანიჭა.

 

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი