2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ მერიამ ვერეს ხეობაში მცხოვრები ადამიანების ნაწილს კომპენსაცია გადაუხადა. გადასახდელი თანხის სიდიდემ კი მალევე ამ პროცესის მიმართ კორუფციული და არაჯანსაღი ინტერესი გააჩინა. მსხვერპლი კი ისევ რიგითი მოქალაქეები აღმოჩნდნენ.
შედეგად გისოსებს მიღმა აღმოჩნდა 4 ქალი, რომელიც სტიქიურ მოვლენებამდე გაცილებით ადრე მიწაზე საკუთრების უფლება დაირეგისტრირა და ვისაც ქონებაზე სამართლიანი პრეტენზია ჰქონდათ. თუმცა, საბოლოოდ ისინი მაინც ციხეში აღმოჩნდნენ, გადაწყვეტილების მიმღები კი აღმოჩნდა მოსამართლე, რომელმაც "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ციხეში გაუშვა.