ახალქალაქის კლინიკაში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

ახალქალაქის ჰოსპიტალში, ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს და წერს, რომ სამედიცინო დაწესებულების განმარტებით, რა გახდა გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, უცნობია. გარდაცვლილს ექსპერტიზა უტარდება.

ახალქალაქის ჰოსპიტალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განმარტებით, პაციენტი მძიმე მდგომარეობაში, 6 აგვისტოს შეიყვანეს.

"გვსურს გამოვხატოთ მწუხარება პაციენტის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ ოჯახს. 6 აგვისტოს შემოიყვანეს საავადმყოფოში რთული სამედიცინო ჩვენებით. კლინიკაში შემოყვანისთანავე, ძალიან მალე, დაფიქსირდა გულის გაჩერება. ღამის განმავლობაში რამდენჯერმე განმეორდა გულის გაჩერება და ყველა შემთხვევა იყო აღმოფხვრილი რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად”,- ამბობენ გამოცემასთან კლინიკაში. 

მათივე ინფორმაციით, იგეგმებოდა პაციენტის თბილისში გადაყვანაც, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის გამო ტრანსპორტირება ვერ მოხერხდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი