დიდი დიღმის მოსახლეობის ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდა. ინფორმაციას კომპანია "თბილისი ენერჯი" ავრცელებს და წერს, რომ გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის ნაწილს, ასევე სოფელ დიღმის მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება 7 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში შეუწყდა და 8 აგვისტოს, 14:00 საათზე აღუდგება.
მათივე ინფორმაციით, 44 აბონენტს გაზის მიწოდება 8 აგვისტოს 14:00 საათამდე შეუწყდა სამგორშიც.