"ქართული ოცნების" ხელისუფლებამ შინდისის გმირების მონუმენტის დასრულება ომიდან 14 წლის თავზეც ვერ შეძლო

გამოქვეყნდა:

17 გმირის დაუსრულებელი მონუმენტი შინდისში - "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ტერიტორიულ მთლიანობისათვის დაღუპული მებრძოლების მონუმენტის დასრულება ომიდან 14 წლის თავზეც ვერ შეძლო.

17 გმირის მონუმენტზე მუშაობა ჯერ კიდევ 5 წლის წინ დაიწყო და ბიუჯეტიდან ასობით ათასი ლარიც დაიხარჯა.  ახლა შინდისში, გმირულად დაცემული ბიჭების მემორიალთან ჯერ მხოლოდ 11 მონუმენტი დგას და ისიც დაუსრულებელი. 

გასულ წელს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაღუპული გმირების ოჯახებს უთხრა რომ მონუმენტი აგვისტოს ომის 14 წლისთავზე დასრულდებოდა, თუმცა ეს დაპირებაც მორიგი ტყუილი აღმოჩნდა.

განმარტებებს ხელისუფლებისგან სავარაუდოდ 11 აგვისტოს მოვისმენთ, როდესაც შინდისის გმირების უთანასწორო ბრძოლაში დაღუპვიდან ზუსტად 14 წელი გადის.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი