ამირან გამყრელიძე დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროში ბოლო შეხვედრებს მართავდა. გამყრელიძე უკვე ოფიციალურად პოსტს უახლოეს დღეებში მას შემდეგ დატოვებს, რაც გადაბარების პროცესს დაასრულებს.
გადადგა თუ გაუშვეს? მთავარი ეპიდემიოლოგი ირწმუნება, რომ საკუთარი ნებით მიდის, რადგან სურს, რომ გზა ახალგაზრდებს დაუთმოს, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ გამყრელიძის თანამდებობიდან მოხსნა კრემლის დავალებით მოხდა, რომელსაც ინტერესები ლუგარის ლაბორატორიის მიმართ აქვს.
რუსეთის ფედერაციას არაერთხელ გაუკტიკებია ლუგარის ცენტრი და ბევრჯერ უთქვამს, რომ ის უნდა გაუქმდეს.
ავტორი: ნატაშკა ჯახუტაშვილი