აგვისტოს ომი და საქართველოს მესამე პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილთან კლინიკა ვივამედში დღეს მისი თანაგუნდელი ეკა ხერხეულიძე იმყოფებოდა. საუბრის ერთად-ერთი თემა რუსეთ-საქართველოს ომი და ქვეყნის მოქმედი ხელისუფლების პრორუსული დამოკიდებულება იყო.
ხერხეულიძის თქმით, მესამე პრეზიდენტმა პარალელები გაავლო უკრაინაში მიმდინარე პუტინის ომთან და თქვა, რომ გმირებს საქართველოს ხელისუფლება სათანადოდ არ აფასებს.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, კალიუმის ვარდნის გამო კიდევ ერთი გადასხმა ჩაუტარდა, პარალელურად კი მესამე პრეზიდენტის ოჯახი ამერიკელი ექიმების საქართველოში ვიზიტს ელოდება.