"მეგონა, ქართული პოლიცია მოვიდოდა დასაკითხად, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არავის ანაღვლებდა" | ФСБ-ს 20 წლის ჯაშუშის აღიარება

გამოქვეყნდა:

"ჯაშუშის აღიარება ნათელს ჰფენს რუსეთის ჯაშუშობას საქართველოში" - ამ სათაურით გამოცემა Eurasianet სტატიას აქვეყნებს. გამოცემის თანახმად, გასულ თვეში ვსევოლოდ ოსიპოვს რუსეთის უშიშროების სამსახურების ინფორმატორის ნიღაბი ჩამოხსნეს.

ის თბილისში სპეციალური დავალებით იყო გაგზავნილი - ეთვალთვალა და დაკვირვება ეწარმოებინა იმ მრავალი რუსი დისიდენტისთვის, რომლებიც თბილისში ჩამოვიდნენ და რომელთა სიმრავლეც საქართველოს დედაქალაქში ბოლო დროს განსაკუთრებით შესამჩნევია. 

სტატიაში ვკითხულობთ, რომ ოსიპოვის თქმით, მის ცნობადობას დიდად არ უმოქმედია მის თბილისურ ცხოვრებაზე და არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ შეეშინებინა პირველ რიგში თავად რუსები დატვირთულ ღვინის ბარში თბილისის ცენტრში, სადაც ის სომელიედ მუშაობს.

ივლისის შუა რიცხვებში რუსულმა დამოუკიდებელმა საინფორმაციო ვებგვერდმა Meduza-მ გამოაქვეყნა ვრცელი სტატია ოსიპოვის შესახებ. მასში 20 წლის მოსკოველმა აღიარა, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში (ФСБ) მუშაობდა: თავდაპირეველად მოსკოვში მუშაობდა ლიბერტარიანულ პარტიაზე, ახლა კი თბილისში. 

ახალგაზრდა ჯაშუშის აღიარება, რომელიც შემდეგ გავრცელდა რამდენიმე სხვა მედიაში, როგორც ჩანს, სიახლეა საქართველოში, სადაც რუსების დიდი ნაკადის შემოდინების გამო შეშფოთება დიდია.

„მეგონა, რომ ქართული პოლიცია გამოჩნდებოდა ჩემს დაკითხვაზე, მაგრამ, როგორც ჩანს, არავის აინტერესებდა, გარდა შესაძლო, შემთხვევითი რეპორტიორისა“, - ავტორის თქმით, თქვა ოსიპოვმა ღიმილითა და ცოტა იმედგაცრუებულმაც კი. 

გამოცემის თანახმა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი საქართველოში შემოდიან, ბევრი რუსი დისიდენტი აქ თავს სრულიად უსაფრთხოდ არ გრძნობს. კრემლის გაბრაზების აშკარა შიშით, საქართველოს მთავრობამ უარი თქვა რამდენიმე ცნობილი ოპოზიციური პირის შემოსვლაზე. ზოგიერთი წუხს, რომ საქართველოს მთავრობა შესაძლოა მოსკოვთან კოორდინაციაში მოქმედებდეს. ეს შეშფოთება მხოლოდ ოსიპოვის ამბავმა დაადასტურა.

ამავდროულად, ბევრი ქართველისთვის ეს ამბავი მოულოდნელი არ ყოფილა. ბევრი ქართველი ეწინააღმდეგება რუსი მიგრანტების ნაკადს და თვლის, რომ ციფრული მომთაბარეების, ჟურნალისტების და დისიდენტების ნაკადს შორის "ბოროტმოქმედი ელემენტებიც" იპარებიან. 

"ამ ვარაუდში არის გარკვეული სიმართლე", -თქვა ოსიპოვმა Eurasianet-თან საუბრისას, პოპულარულ რესტორანში თბილისში, სოლოლაკის რაიონში, სადაც ბევრი ახალგაზრდა, ლიბერალი რუსი დადის.

ის ამბობს, რომ იცნობს კიდევ ორ ადამიანს, რომლებიც საქართველოში ჯაშუშობის მიზნით ჩამოვიდნენ და  რომელთა ქვეყანაში ყოფნაც სოციალური მედიიდან დასტურდება.”თქვენ არ მოგცემთ ინფორმაციას სხვა აგენტების ვინაობაზე, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, შეგიძლიათ ამოიცნოთ ვინ არიან ისინი,” - თქვა მან.

„ოქტომბერში აქ ჩამოსვლამდე მქონდა გამგზავრების წინ ბრიფინგი მოსკოვში, სადაც მითხრეს, წავსულიყავი თბილისის კაფეებსა და რესტორნებში, სადაც რუსები ხშირად იმყოფებიან. მე არ უნდა დამესვა კითხვები და არ უნდა წავსულიყავი ხალხთან შესახვედრად, უბრალოდ უნდა დავკვირვებოდი და ჩემს აზრები გამეზიარებინა. შემდეგ, კვირაში ერთხელ, უნდა მომეხსენებინა ჩემი კოორდინატორისთვის, როგორი იყო ზოგადი მდგომარეობა და მივიღე თუ არა რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

მაგრამ ომის დაწყების შემდეგ დავიწყე ზოგიერთი ადამიანის შემჩნევა, რომლებსაც არ ჰქონდათ საკმარისი მოთმინება, ეთამაშათ ფრთხილად, ”- თქვა მან. „ისინი ჩნდებოდნენ ბარებსა და წვეულებებზე, წამოიწყებდნენ საუბარს და თითქმის მაშინვე ითხოვდნენ დაემატებინათ ჯგუფურ ჩატებსა და სოციალური მედიის ჯგუფებში. ზოგი მართლა დათვრებოდა და პირს მოხსნიდა, ან მე მაინც ვხედავდი. მე მათ ვუყურებდი და ვფიქრობდი: მოყვარულები"- ყვება ოსიპოვი. 

ოსიპოვი იყო იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი და რუსეთის პატარა ლიბერტარიანული პარტიის (LPR) აქტივისტი. ის შარშან დააკავეს მოსკოვში დაპატიმრებული რუსი ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერ დემონსტრაციაში მონაწილეობისთვის.

როგორც თავად ამბობს, პატიმრობიდან თავის არიდების სანაცვლოდ, მას შესთავაზეს, რომ ემუშავა FSB-ის ქსელში და ოპოზიციური პარტიების შესახებ ცნობები შეეგროვებინა.

მას შემდეგ, რაც მან წარმატებით შეასრულა თავისი პირველი საცდელი დავალება, კმაყოფილმა უფროსმა, მას უფრო დიდი დავალება მისცა: წადი საქართველოში.

”მათ მომცეს 214,000 რუბლი [დაახლოებით $3,550] თვენახევრის დასახარჯად, დეკემბერში უნდა დავბრუნებულიყავი მოსკოვში, რადგან, ვფიქრობ, ჯერ კიდევ მამოწმებდნენ.

ოსიპოვს დაევალა ჯაშუშობა კონკრეტულად ორი ადამიანის მიმართ: LPR-ის თვითგადასახლებული თავმჯდომარე იაროსლავ კონვეი და ანტონ მიხალჩუკი, ოპოზიციური ჯგუფის „თავისუფალი რუსეთის ფონდის“ მენეჯერი. 

ოსიპოვი ამბობს, რომ ჩამოსვლისთანავე ის პირდაპირ მივიდა მათთან და პირდაპირ უთხრა, რომ ის FSB-მ დაიქირავა. ის ამბობს, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ცდილობდა გაეფრთხილებინა LPR-ის ხელმძღვანელობა, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლამდე მათთან პირისპირ შეხვედრა ვერ მოახერხა."- ვკითხულობთ სტატიაში. 

ოსიპოვის საქართველოში საქმიანობით მისი უფროსები მას შემდეგ დაეჭვდნენ, რაც კრემლში ცრუ ინფორმაცია გაგზავა. მისი ვინაობის შესახებ გაიგო ოსიპოვის შეყვარებულმაც რომელიც თბილისში პატარა ბარს მართავს. 

”მე ვთქვი დიახ, რადგან მივხვდი, რომ მას [შეყვარებულს] ამის შესახებ სავარაუდოდ უნდა გაეგო იმ ადამიანებისგან, რომლებსაც მეც ვენდობოდი. მე მიყვარდა ქალაქი და კარგი ცხოვრება მქონდა აქ, ამიტომ ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ რაც შემეძლო დავრჩენილიყავი და FSB-ს გადაეხადა ამაში“, - თქვა მან.

ოსიპოვი ყვება, რომ უკრაინაში ომის შემდეგ, FSB-ს ხელმძღვანელობამ საქართველოში აგენტის საჭიროება კიდევ უფრო იგრძნო. 

ივნისში მედუზამ გამოაქვეყნა ოსიპოვის ჩეთების სკრინშოტები FSB-ის უფროსებთან. ოსიპოვი შიშობს, რომ FSB-ს შეუძლია, შური იძიონ მის დედაზე, რომელიც ამ დრომდე მოსკოვში ცხოვრობს, საკუთარ უსაფრთხოებაზე კი აღნიშნავს შემდეგს: ”მე არ ვფიქრობ, რომ მათთვის ისეთი მნიშვნელოვანი ვარ, რომ დამედევნონ. მე ყოველთვის შემიძლია, შემდეგ ადგილას გადასვლა.”

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი