"ოცნების" ახალი შეტევა მედიაზე | ოლიგარქის გუნდი მარეგულირებელში "მთავარ არხს", "ფორმულასა" და "ტვ პირველს" უჩივის

გამოქვეყნდა:

დამკვეთი "ქართული ოცნება", შემსრულებელი მარეგულირებელი კომისია - ხელისუფლების ახალი მიზანი კრიტიკული მედიის ფინანსური წნეხით გაჩუმებაა. ოლიგარქის გუნდი "მთავარ არხს", "ტვ პირველს" და ტელეკომპანია "ფორმულას" უჩივის. საჩივარი კი ბექაურის უწყებაში უკვე შესულია.

მიზეზი ვიდეორგოლია, რომელიც მოძრაობამ "შინ ევროპისკენ" მოამზადა, კლიპში "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებები მოხვდა, სადაც ხელისუფლება ღიად უპირისპირდება ევროპას, ანუ თავს ესხმის სტრატეგიულ პარტნიორებს.

"ოცნების" ფორმალური არგუმენტაცია არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო ვიდეორგოლის გაშვებაა, ასევე ცდილობენ დაამტკიცონ, რომ კლიპის შინაარსმა ხელისუფლება დააკნინა და შეურაცხყო.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი