აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა საზღვარგარეთ - მეუფე ნიკოლოზი

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა და ის აუცილებლად უნდა გადაიყვანონ სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ  - ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა ისაუბრა.

ახალქალაქის,  კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მესამე პრეზიდენტი ვივა მედში მოინახულა, კლინიკის დატოვების შემდეგ მეუფე ნიკოლოზმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება რომელიც მესამე პრეზიდენტის შესახებ მიიღება, პოლიტიკურია:

"ეს არის აბსოლუტურად წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება, როგორ გაგრძელდება მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა, მე ერთადერთი რაღაც შემიძლია ვთქვა, ჩემ თავზე რაც მაქვს გამოცდილი, რომ ჩვენ არ ვართ ისეთი განვითარებული ქვეყანა, რომ ნებისმიერი დაავადების მკურნალობა ქვეყნის შიგნით იყოს შესაძლებელი, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია მისი მკურნალობა საზღვარგარეთ" თქვა მეუფე ნიკოლოზმა

მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტს კიდევ 11 კილო აქვს დაკლებული

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი