ეკონომიურად იხმარეთ წყალიო, 20 დღეა წყალი არ მოსულა - აქცია ატენში

გამოქვეყნდა:

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, სასმელი წყლის მოთხოვნით აქცია გაიმართა. გარდატენის დასახლებაში მცხოვრებლებს უკვე 20 დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდებათ. მიზეზად ისინი უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს ასახელებენ. 

ადგილობრივების თქმით, სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა თუმცა, წყალი მაინც არ არის.

 "იხმარეთ წყალი ეკონომიურადო, 20 დღეა წყალი არ მოსულა, როგორ უნდა ვიხმაროთ ეკონომიურად? რას იხვეწება სოფელი, თუ გამრიცხველიანება არ იქნება პირველ სექტემბრამდე, 33 კაცი ვჯდებით გორის გამგეობასთან საშიმშილოდ" - ამბობს ადგილობრივი

"80%-ს სავარაუდოდ მოიხმარს ქვემო მოსახლეობა, დავდივართ ყოველ დილით, შევდივართ იტყვიან დავკეტავთ, გამოვდივართ ისევ უშვებენ, ეს თავად მოსახლეობამაც იცის და აქედან ვინც არის 80% თავადაც რწყავს, ან რა ვიცი, თავადაც იციან მაგრამ არ უნდათ ამის აღიარება, აი ეს არის პრობლემა მაგიტომ არ ამოედინება წყალი" ამბობს" -  ამბობს ადგილობრივი

აქციის მონაწილეები, პრობლემის მოსაგვარებლად  ხელისუფლებას ვადას პირველ სექტემბრამდე აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გორის მერიის შენობის წინ შიმშილობის დაწყებით იმუქრებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი