შვებულებაში ვარ, დღეს სხდომას არ ვესწრები - ბექაურის უწყება 3 კრიტიკული მედიის დასანქცირებას განიხილავს

გამოქვეყნდა:

მარეგულირებელ კომისიაში სხდომა იწყება, სადაც "მთავარი არხის", "ფორმულასა" და "ტვ პირველის" დასანქცირებაზე უნდა იმსჯელონ.  კახა ბექაურის უწყებას "ქართულმა ოცნებამ" მიმართა, მიზეზი მოძრაობა "შინ ევროპისკენ" კლიპის ეთერში განთავსებაა.

დღევანდელ სხდომას თავად ბექაური არ დაესწრება, როგორც მან "მთავარ არხთან" საუბრისას თქვა, შვებულებაშია. მისი თქმით, მარეგულირებელი კომისია კანონიერ გადაწყვეტილებებს იღებს.

"შვებულებაში ვარ ახლა და კომისიის სხდომას დღეს არ ვესწრები. ხელმძღვანელი გახლავართ, მაგრამ კომისია კოლეგიალური ორგანოა და წინასწარ გადაწყვეტილებებს არც აფასებს, ვერც შეაფასებს. კანონი წაიკითხეთ და ნახავთ კომისია როგორ იღებს გადაწყვეტილებებს. თქვენ თუ წინასწარ იცით კომისიას რა პოზიცია აქვს, კანონს რომ არ ემორჩილება ეს განწყობა გაქვთ, ამ შეფასებებს აკეთებთ, ჩემთან რაღატომ რეკავთ. წარსული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ კანონიერ გადაწყვეტილებებს იღებს კომისია, არცერთი უკანონო გადაწყვეტილება არ მიუღია", - თქვა ბექაურმა. 

სხდომაზე დღეს უნდა გავიგოთ მიიღებს თუ არა მარეგულირებელი წარმოებაში სარჩელს, რომლის ავტორიც მმართველი გუნდია.

ცნობისთვის, 2020 და 2021 წლებში კომისიამ "მთავარი არხი" უმაღლესი ზომით ორჯერ დაასანქცირა.

მთავარი არხის საგანგებო ეთერი | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი