ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი დღე დასასრულს უახლოვდება

გამოქვეყნდა:

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი დღე დასასრულს უახლოვდება - უკვე 3 საათია, აბიტურიენტები გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. კორონავირუსის ეპიდემიის გამო, საგამოცდო ცენტრებში სპეციალური წესები მოქმედებს. აბიტურიენტები ვალდებულები იყვნენ გამოცდაზე პირბადით გამოცხადდებულიყვნენ, თუმცა მათი თქმით, საგამოცდო ცენტრში ყოფნის დროს ნებაყოფლობით შეეძლოთ პირბადე ჰკეთებოდათ ან მოეხსნათ. შენობაში შესვლამდე ყველა აბიტურიენტს თერმოსკრინინგი ჩაუტარდა და მათ გაიარეს დეზობარიერები. სექტორში მერხებს შორის დაცულია, 2 მეტრიანი, სოციალური დისტანცია.

აბიტურიენტების უმრავლესობამ საგამოცდო ცენტრები უკვე დატოვა. მთელი ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა დაგვიანების მხოლოდ ორი შემთხვევა, ასევე, მაღალი ტემპერატურის ორი შემთხვევა და აღნიშნული აბიტურიეტები გამოცდაზე არ დაუშვეს.

საგამოცდო ცენტრებში, თუ ტემპერატურა არ მიაღწევს 30 გრადუსს, კონდიციონერები არ ჩაირთვება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 კვირის განმავლობაში გაგრძელდება და ის 25 ივლისს დასრულდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი