"14 დიაგნოზი აქვს დასმული და ბოლო 3 დღეში კიდევ სამი დაემატა..." | მიხეილ სააკაშვილი ოჯახის წევრებმა და "ემპათიას" ექსპერტებმა მოინახულეს

გამოქვეყნდა:

"14 დიაგნოზი აქვს დასმული და ბოლო 3 დღეში კიდევ სამი დაემატა... სიცხე აქვს, სუსტადაა და საკვებს არ იღებს", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმა, გიორგი სააკაშვილი საუბრობს. ამბობს, რომ მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება და მესამე პრეზიდენტს უკვე ვიზუალურადაც ეტყობა, რომ "არ გვაქვს საქმე ჯანმრთელ ადამიანთან".

დღითიდღე უარესდება მდგომარეობა. თუ არ ვცდები, 14 დიაგნოზი აქვს დასმული და ბოლო სამ დღეში სამი დიაგნოზი დაემატა, რაც არის კატასტროფის ტოლფასი. სიცხეც აღენიშნება ბოლო 2-3 დღის მანძილზე. სუსტად არის ნამდვილად. საჭმელს ფაქტობრივად არ იღებს და აღნიშნა ლაპარაკის დროს რომ კლინიკაში შემოსვლის დღიდან დაკლებული აქვს 11 კილო, რაც ძალიან ბევრია. ვიზუალურად იგრძნობა, რომ არ გვაქვს საქმე ჯანმრთელ ადამიანთან, - ამბობს გიორგი სააკაშვილი.

დღესვე, კლინიკა ვივამედში ცენტრ "ემპათიას" ექსპერტებმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაასრულეს. ისინიც ამბობენ, რომ პატიმრობაში მყოფ პრეზიდენტს დამატებითი კვლევები სჭირდება, რომლის ჩატარება ვივამედში შეუძლებელია. 

დაავადების სტადირება, სიმძიმის მიხედვით არის სამი სტადია, პირველი მეორე მესამე და მეოთხე არის სიკვდილი. მესამე სტადია გულისხმობს, რომ რამდენიმე ორგანოა დაავადებული ერთდროულად. რისკები დიდია მეოთხე სტადიაზე გადასვლის. ჩვენი პაციენტი იმყოფება მესამე სტადიაზე... თავის, ზურგის ტვინის, ნერვების დაავადება, გარდა ამისა, კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადება და სხვა. საფეთქლის კუნთები განლეული იყო და დარჩა, ხელის კუნთები განლეული იყო და დარჩა, ბარძაყის კუნთების გარშემოწერილობა ოდნავ შემცირებულია..., - ამბობს ოთარ თოიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი