ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

ნიკეას ქუჩაზე ერთმანეთს "მერსედესის" და "ოპელის" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზები და სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი