რუსეთთან საბორნე მიმოსვლა იწყება | როგორი იქნება მარშრუტი და როდის გაიხსნება ახალი გზა

გამოქვეყნდა:

რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი დერეფანი საქართველოზე გავა. საბორნე გადასასვლელის მომზადება დასკვნით ეტაპზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ გზა უახლოეს დღეებში ამოქმედდება. ასე ტვირთებით ერთმანეთს რუსეთი სომხეთს დაუკავშირდება, გამტარი კი საქართველო ამჯერად შავი ზღვის გამოყენებით გახდება.

თუმცა ეს ინფორმაცია არა საქართველოს ხელისუფლებამ, არამედ სომხეთის მთავრობამ გაავრცელა. საპასუხოდ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ დღის ბოლოს განაცხადა, რომ ლარსის საბაჟო პუნქტის გადატვირთულობის გამო სომხეთის მთავრობამ ალტერნატიული გზის გახსნის თხოვნით მიმართა, საქართველომ კი თხოვნა დააკმაყოფილა.

საბორნე გადასასვლელის ამოქმედებით მოსალოდნელ საფრთხეებზე უკვე ალაპარაკდა ოპოზიცია, თუმცა საშიშროებას ვერ ხედავს ქართული ოცნება. ვინ და როგორ გააკონტროლებს ტვირთს და გამოიყენებს თუ არა რუსეთი ახალ დერეფანს სანქციებისგან გვერდის ავლაში - ეს მთავარი კითხვებია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი