"დღეს გაცილებით ცუდადაა, ვიდრე სამშაბათს. სრულიად უენერგიო, უინტერესო ყველაფრისადმი... საუბარი ვერ შევძელით" | ეკა ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ეკა ხერხეულიძე "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" საქართველოს მესამე პრეზიდენტის მკვეთრად გაუარესებულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საუბრობს. ამბობს, რომ სამშაბათის, 9 აგვისტოს შემდეგ, ის გაცილებით ცუდადაა: " სრულიად უენერგიო, სრულიად უინტერესო ყველაფრისადმი, ინდეფერენტული ყველა მოვლენის მიმართ".

დღეს ვიყავი და ვარ საკმაოდ ცუდ გუნებაზე წამოსული იქიდან იმიტომ რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო დღეს. სამშაბათს ვიყავი უკანასკნელად, ამ კვირის სამშაბათს და ის გაცილებით არის ცუდად, ვიდრე იყო სამშაბათს. სამშაბათს ასე არ იყო ადამიანი, როგორც დღეს მე ვნახე. სრულიად უენერგიო, სრულიად უინტერესო ყველაფრისადმი, ინდეფერენტული ყველა მოვლენის მიმართ. საერთო სისუსტე იმდენად მკვეთრად გამოხატული ჰქონდა, ძალიან ბევრჯერ ვთხოვე, იქნებ წნევა კიდევ ერთხელ გადავაკონტროლოთ, სატურაცია ვნახოთ...

იმიტომ რომ მართლა ვერ ვიჯერებდი, რომ რაღაცა მკვეთრი ჩივილის გამო არ იყო ეს მდგომარეობა, რაც მას ჰქონდა. რომ შევედი, იწვა ადამიანი არ ჰქონდა ძალა უბრალოდ ამდგარიყო, მერე შევძელით, რომ გადმოსულიყო აქეთ სავარძელში... ვერ შევძელით საუბარი. მთელი ეს პერიოდი, დღეს ჩემი იქ ყოფნის, ნახევარზე მეტი დრო გავატარეთ სიჩუმეში იმიტომ რომ არც მას ჰქონდა თავი საუბრის და არც მე არ შემიწუხებია ის ზედმეტად, იმიტომ რომ სრულიად უადგილო იქნებოდა ნებისმიერ თემაზე საუბარი, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, იმიტომ რომ თავად ადამიანი ასე გამოიყურებოდა, - ამბობს ეკა ხერხეულიძე. 

ეკა ხერხეულიძის ინტერვიუ სრულად:

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი