"ყველაფერს უკუღმა აკეთებენ... ადამიანებად არ გვთვლიან" | მეტროსადგურების დაკეტვამ მოქალაქეებს პრობლემები შეუქმნა

გამოქვეყნდა:

მეტრო სადგურები გოცირიძე და ნაძალადევი ორი დღით დაიკეტა, მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია. დედაქალაქის მერიამ ამის შესახებ განცხადებაც გაავრცელა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს მოსახლეობის სათანადო ინფორმირებისთვის საკმარისი არ იყო.

ორივე მეტროსადგურთან დილიდან მაინც მიდიან მოქალაქეები. სადგურის გაჩერების გამო კი, ისევ გადაიტვირთა ტრანსპორტი. 

მოსახლეობა თბილისის მერს, კახა კალაძეს დამატებითი სატრანსპორტო საშუალების დამატებისკენ მოუწოდებს.

ცნობისთვის,  მეტროსადგურ გოცირიძის რეაბილიტაცია თითქმის ორი წელია მიმდინარეობს. მისი გახსნა, 15 აგვისტოს იყო დაანონსებული, თუმცა დედაქალაქის მერის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები კიდევ რამდენიმე კვირა გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ განცხადება, გუშინ 12 აგვისტოს გაავრცელა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი