ქუთაისის მერიამ "პუტინი ოკუპანტია"-ს სტიკერების გაკვრის გამო, აქტივისტები 1000 ლარით დააჯარიმა

გამოქვეყნდა:

"მტრების მიმართ არ ვართ კეთილგანწყობილი", "პუტინი ოკუპანტია" - ამ შინაარსის სტიკერების გაკვრის გამო, ქუთაისის მერიამ სამოქალაქო აქტივისტები 1000-1000 ლარით დააჯარიმა.

ადმინისტრაციული დარღვევის მტკიცებულებად ქუთაისის მერიამ აქტივისტებს მათ მიერვე გავრცელებული ფოტოები მოუყვანა. გარდა ამისა, ჯარიმის ოქმში აღნიშნულია, რომ პოსტერები მათ თვითნებურად გააკრეს.

 არასამთავრობო ორგანიზაციაში "ევროპა ჩვენი სახლია" ამბობენ, რომ ეს ფაქტი ხელისუფლების სათავეში "რუსული ოცნების" ყოფნას კიდევ ერთხელ ადასტურებს. 

​"ეს არის იმ სტიკერების გაკვრის თაობაზე, რომელიც ეხება ოკუპაციას. 7 აგვისტოს ჩავატარეთ ეს, მაგრამ მოვიდა სამართალდარღვევის ოქმ  ჩვენს სახელზე, ჩემსა და თორნიკე ბარათაშვილის სახელზე, სადაც ფაქტობრივად ჩვენ ორივეს გვაჯარიმებენ. ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რასაც ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხვდებით. ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან დამოკიდებულება საერთოდ რუსეთის მიმართ, ოკუპანტის მიმართ და ამის გაგრძელება და ნაირსახეობა გახდა ეს ჯარიმა, რომელიც ჩვენ მოგვივიდა 1000 ლარიანი ჯარიმის სახით", - ამბობს გია გოქაძე.

აქტივისტები დარწმუნებული არიან, რომ დირექტივა ქუთაისის მერმა ცენტრალური ხელისუფლების გავლენით შეასრულა, რადგან მათივე თქმით, დამოუკიდებლად ის გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა.

"უნდა ყოფილიყო შინაარსი: ვიბარებ თმებს ან ვაქირავებ ბინას, ცხადია ჩვენ არავინ შეგვეხებოდა, რადგან აჭრელებულია მიმდებარე ტერიტორია მსგავსი განცხადებებით, მაგრამ შინაარსს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა და ის არის დამკვიდრებული პოლიტიკის აგრესიული გამოვლინება, რასაც ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში ვნახულობთ, სამწუხაროდ ქუთაისში ასეთი პრეცედენტი აქამდე არ გვქონია და მოხდა ეს ყველაფერი. ჩვენ ველოდებით სასამართლოზე ადმინისტრაციულ ორგანოს იმისთვის, რომ დაამტკიცონ იმ ცინიკურების მიზეზი, რომ ჩვენ 7 აგვისტოს არ გვქონია ომიდან მე14-ე წლისთავზე ანტისაოკუპაციო სტიკერების უფლება", - ამბობს თორნიკე ბარათაშვილი.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლებმა 7 აგვისტოს,  2008  წლის ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით,  ანტისაოკუპაციო სტიკერები ქუთაისში, თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გააკრეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი