მეტრო "გოცირიძე" უკვე 2 წელია დაკეტილია, "ვარკეთილი" კი ჩამონგრევიდან 4 წლის შემდეგაც იგივე მდგომარეობაშია-დაუსრულებელი პროექტები

გამოქვეყნდა:

მეტროსადგური გოცირიძე უკვე 2 წელია დაკეტილია და უცნობია კიდევ რამდენ ხანს მოუწევთ ადგილობრივებს  ლოდინი. სარემონტო სამუშაოების დაწყებიდან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მერიამ ერთი კონტრაქტორი მეორე კომპანიით ჩაანაცვლა, თუმცა პროექტის დათქმულ ვადებში დასრულება ვერც კალაძესთან დაახლოებულმა სამშენებლო ჯგუფმა შეძლო. დაუსრულებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო თბილისის მეტროს პირველი ხაზის ორი სადგური  13 და 14 აგვისტოს სრულად დაიკეტა.

მერთან დაახლოებულ კომპანია " მამისონს" სამუშაოები 15 აგვისტოს უნდა დაესრულებინა, თუმცა კალაძის განმარტებით მეტრო გოცირიძის რეაბილიტაცია კიდევ რამდენიმე კვირას გაგრძელდება.

ცნობისთვის, 2020 წელს ქალაქის მერიამ მეტრო გოცირიძის რეაბილიტაციისთვის ხელშეკრულება კომპანია "კაიზერს" გაუფორმა. ამისთვის კი თბილისელების ბიუჯეტიდან სამ მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. კომპანიას სამუშაოები 7-თვეში უნდა დაესრულებინა, თუმცა ვერ მოახერხა. სარემონტო სამუშაოების დაწყებიდან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მერიამ ერთი კონტრაქტორი მეორე კომპანიით ჩაანაცვლა, თუმცა პროექტის დათქმულ ვადებში დასრულება ვერც კალაძესთან დაახლოებულმა სამშენებლო ჯგუფმა შეძლო. 

ვარკეთილის მეტრო კი ჩამონგრევიდან 4 წლის შემდეგ იგივე მდგომარეობაშია. მერი, რომელიც მუდმივად  სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარებით იწონებს თავს, უკვე წლებია ვერ ახერხებს მეტრო მგზავრებისთვის უსაფრთხო გახადოს. 

მიუხედავად იმისა,რომ კალაძესთან დაახლოებულმა კომპანიამ მეტროპოლიტენის რეაბილიტაციის დროს არაერთხელ დაარღვია ნაკისრი ვალდებულება, "მამისონის" წარმომადგენლებს ხელისუფლების ერთგულება დაუფასდათ, რადგან სწორედ  ამავე კომპანიას ანდო ქალაქის მერმა  ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი