30 წელი აფხაზეთის ომიდან | საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან მოქალაქეები და პოლიტიკოსები მიდიან

გამოქვეყნდა:

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 30 წელი გავიდა. საქართველოს სამთავრობო ჯარებსა და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურად აფხაზთა ერთ ნაწილს შორის საომარი მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვეს გაგრძელდა და 1993 წლის 30 სექტემბერს დასრულდა.

საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან დილიდან ოჯახის წევრები, რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკოსები მიდიან. 

"ჩემთვის ესენი ყოველდღე ცოცხლებივით არიან, მე მათთან ვლაპარაკობ, ვსაუბრობ. 9 ადამიანი აკლია ჩვენს ოჯახს ამ ომისგან. არ შემიძლია, რომ მე აქ არ მოვიდე გარდაცვალების დღეს, ომის დაწყების დღეს, დაბადების დღეს..." - ამბობს მოქალაქე.

აფხაზეთის ომში დაიღუპა 10 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, ასეულობით უგზო-უკვლოდ დაიკარგა, დაიჭრა და დასახიჩრდა 10 000-მდე პირი. 300 000-ზე მეტი მოქალაქე საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი