კახელი გლეხები თავს ისევ მოტყუებულად გრძნობენ. პრემიერმინისტრის განცხადებამ რთველის სუბსიდერებაზე მევენახეებს შორის სრული იმედგაცრუება გამოიწვია.
90 თეთრი - ეს არის ფასი, რომელსაც ქართული ოცნება ერთ კილოგრამ ყურძენში გადაიხდის. ამ ფასის გამოცხადებისას მთავრობის მეთაურს არც კი გახსენებია მისი ლიდერის წლების წინანდელი დაპირებები, თუმცა არ გაუჭირდა წინა მთავრობის კიდევ ერთხელ აბსურდული დადანაშულება მევენახეობის განადგურებაში.
თუმცა ეს არ არის წლევანდელი სუბსიდირების პროგრამის ერთადერთი პრობლემა - ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ხელისუფლებამ რთველისთვის გამოყოფილი მილიონები პირადად ბიძინა ივანიშვილის ნათესავების ინტერესებს მოარგო.
ავტორები: ია გულიაშვილი, ნანი სისვაძე