ქუთაისის მერიასთან სახანძრო-სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
არსებული ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში ე.წ. მოკლე ჩართვა მოხდა, რის გამოც მეხანძრეები გამოიძახეს.
ცნობილი ხდება, რომ დაკვამლიანება საკრებულოს სხდომათა დარბაზში იყო. მერიის აპარატის უფროსის, პეტრე ადამაძის თქმით, ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.