
სახალხო დამცველის წარმომადგენელი საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს და საკარანტინე ზონებში ბავშვების მიმართ არასათანადო მოპყრობასა და ფსიქოლოგიურ შევიწროებაზე საუბრობს.
ანა არღანაშვილის თქმით, საკარანტინე ზონები ბავშვებისთვის აუცილებელ პირობებს არ აკმაყოფილებს, რის გამოც უკვე მიმართეს სასამართლოს და დავის გაგრძელებას ყველა სამართლებრივი ბერკეტის გამოყენებით გეგმავენ.
აღმოჩნდა, რომ ბავშვების არანაირი საჭიროებები არ არის გათვალისწინებული. სივრცე შეუსაბამოა, სამი ადამიანით, საწოლებით, ავეჯით და ექვსი ჩემოდნით დატვირთულ ოთახში ბავშვი ნამდვილად ვერ ახერცებს მოძრაობას. საკვები არის ზრდასრულებზე გათვლილი, ეს არ არის ბავშვების საკვები, - განმარტავს არღანაშვილი.