შეზღუდვები ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის - საქართველოს მოსახლეობის 60% მოითხოვს, რომ რუსეთიდან შემოსულებისთვის კონკრეტული რეგულაციები დაწესდეს. უახლესი კვლევა აჩვენებს, რომ ჩვენი თანამოქალაქეების უდიდესი ნაწილი რუსების მასობრივ შემოსვლას საქართველოში საფრთხის შემცველად მიჩნევს. და ამ საფრთხეებში პირველ ადგილზე უშიშროებასთან დაკავშირებული საკითხები დგას.
მოქალაქეების უმრავლესობა პრობლემას ხედავს რუსული ბიზნესის რეგისტრირებაშიც. ამ დროისთვის რუსეთიდან ჩამოსულთა სახელზე 6 ათასზე მეტი ორგანიზაცია დარეგისტრირდა და ქართული ოცნების მთავრობა ამ პროცესს არაფრით ეწინააღმდეგება. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მოითხოვს იმასაც, რომ უკრაინისთან სოლიდარობის ნიშნად ქვეყნის ტერიტორიაზე რუსებს სასათბურე პირობები არ შეექმნათ.