მარტვილში, მდინარე ცხენისწყალში 6 წლის ბავშვს ეძებენ

გამოქვეყნდა:

მარტვილის რაიონში, სოფელ ხუნწის ტერიტორიაზე, მდინარე ცხენისწყალში 6 წლის ბავშვს ეძებენ.

ცნობილი ხდება, რომ ის მდინარეზე ბაბუასა და ძმასთან ერთად იმყოფებოდა, ნაპირზე გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც გაუჩინარდა.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან. ბავშვს მაშველები უკვე  დაახლოებით 4 საათია ეძებენ. 

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი