გორში, დევნილთა დასახლებაში ხანძარს 80 წლამდე კაცი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

გორში, დევნილთა დასახლებაში გაჩენილ ხანძარს 80 წლამდე კაცი ემსხვერპლა. დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ კოტეჯში ცეცხლი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. 

თვითმხილველთა განცხადებით, შემთხვევის დროს, სახლში ოჯახის კიდევ ერთი წევრი, 40 წლამდე ასაკის კაცი იმყოფებოდა, რომელმაც ხანძარს უვნებლად დააღწია თავი.

გარდაცვლილი ცხინვალის რეგიონიდან, სოფელ თამრაშენიდანაა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფატზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი