კლიმენტი კეკუტია, ლევან ვასაძე, შალვა ბრეუსი... | რუსეთში გამდიდრებული ქართველი ბიზნესმენების გავლენები საპატრიარქოში

გამოქვეყნდა:

კრემლის გავლენის კიდევ ერთი წყარო საქართველოში. რუსეთში გამდიდრებული ქართველი ბიზნესმენები, რომლებიც საფინანსო ინსტრუმენტებით მართლმადიდებელ ეკლესიაზე გავლენის მოპოვებას ცდილობენ. 

ბოლო კვლევები ადასტურებს, რომ რუსული გავლენის გაძლიერების საუკეთესო გზად ტაძრების მშენებლობა და საეკლესიო ცხოვრების დაფინანსებაა მიჩნეული. მინიმუმ ათ, წარმოშობით ქართველ მილიონერს, რომლის სახელიც კრემლს უკავშირდება, საქართველოში უკვე რამდენიმე ათეული ტაძარი აქვს შენებული.

ისინი ეკლესია-მონასტრებს მილიონებს წირავენ და საბოლოოდ ფაქტობრივად მთლიანად აკონტროლებენ რეგიონულ ეპარქიებს და ეპისკოპოსების მსგავსი გავლენა აქვთ საპატრიარქოშიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი