ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა მამუკა ჩხიკვაძეს უკანონო პატიმრობის ვადა 3,8 წლამდე შეუმცირა

გამოქვეყნდა:

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ მამუკა ჩხიკვაძეს უკანონო პატიმრობის ვადა შეუმცირდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, რომელიც ინფორმაციას ადგილობრივ კგბ-ზე დაყრდნობით ავრცელებს, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ "საზღვრის უკანონო კვეთისა და ნარკოტიკის კონტრაბანდის" ბრალდებებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს 3 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა. 

"2021 წლის 10 დეკემბერს სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის საქართველოს მოქალაქე - 1981 წელს დაბადებული მამუკა ჩხიკვაძე დააკავეს. პირადი ჩხრეკისას მას 4 გრამზე მეტი მარიხუანა აღმოაჩნდა. 4 აგვისტოს ცხინვალის რაიონულმა სასამართლომ ჩხიკვაძე დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით [სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა; ნარკოტიკების კონტრაბანდა]. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას საერთო რეჟიმის კოლონიაში 3 წლითა და 8 თვის ვადით", - ნათქვამია ე.წ. უწყების განცხადებაში. 

ცნობისთვის, მამუკა ჩხიკვაძე 2021 წლის 10 დეკემბერს დააკავეს. მიმდინარე წლის მაისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას 5 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა, თუმცა ახალ განცხადებაში ამ ფაქტზე საუბარი არაა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი