"ბადრი ესებუას მოსაძებნად გასული ეკიპაჟი, ამ დროში, დედამიწას ეკვატორზე 5 წრეს დაარტყამდა" | Factcheck

გამოქვეყნდა:

"ბადრი ესებუას მოსაძებნად გასული ეკიპაჟი, ამ დროში, დედამიწას ეკვატორზე 5 წრეს დაარტყამდა" - ამის შესახებ Factcheck წერს.

ბადრი ესებუას საძებრად გასული ეკიპაჟი თუ 40 კმ/სთ სიჩქარით იმოძრავებდა, რვა საათიანი სამუშაო ცვლის გათვალისწინებით (სადილზე შეჩერებისა და ოფიციალური დასვენების დღეებით სარგებლობის უფლების ჩათვლით), გასული 22 თვის განმავლობაში 200 ათას კილომეტრს გაივლიდა. ეკვატორის სიგრძე სულ ოდნავ აღემატება 40 ათას კილომეტრს

ცნობისათვის, საქართველოში არსებული შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო მნიშვნელობის გზების საერთო სიგრძე 2019 წელს დაახლოებით 21 000 კილომეტრი იყო - შესაბამისად, ესებუას საძებრად წასულ პატრულის ეკიპაჟს აქამდე თითო გზა 10-ჯერ უნდა გაევლო, - წერს Factcheck.

შეგახსენებთ, ესებუას, რომელმაც 2020 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა, შემდეგ კი გამოსასყიდის სახით ნახევარი მილიონი დოლარი მიიღო, ამ დრომდე ვერ იჭერენ.  

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი