ბორჯომში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

გამოქვეყნდა:

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტყეში მეხანძრეები ხანძრის კერების ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ.

როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის ქრობის პროცესში დღეს დილიდან ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

სალოკალიზაციო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 100 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს.

"რთული კლდოვანი რელიეფის გამო ვერ ხერხდებოდა ცეცხლის კერებამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანა და მეხანძრე-მაშველებს მუშაობა ინდივიდუალური აღჭურვილობის საშუალებით უწევდათ. გარდა ამისა, სიტუაციას ართულებდა ძლიერი ქარიც. ხანძრის გავრცელების რისკის გათვალისწინებით, ქრობის პროცესში თბილისიდან დამატებითი ჯგუფების გაგზავნის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

მეხანძრე-მაშველებმა მდინარე მტკვარზე წყლის ტუმბოები დაამონტაჟეს და დაახლოებით ერთი კილომეტრის მანძილზე წყლის მაგისტრალები გაიშალა, რამაც მნიშვნელოვნად დააჩქარა ხანძრის ლოკალიზება", - ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი