ხმაური იყო მარნეულის სოფელ დაშთაფაში. მოსახლეობა სოფლის ცენტრში სასმელი და სარწყავი წყლის მოთხოვნით შეიკრიბა. ისინი ხელისუფლებას ცრუ დაპირებების გაცემაში ადანაშაულებენ. ამბობენ, რომ ადგილობრივი მთავრობა წინასაარჩევნოდ ყველაფერს პირდება , შემდეგ კი არაფერს ასრულებს. აქციის მონაწილეებთან შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელობა მივიდა, თუმცა კონკრეტული პასუხი ვერ გასცა, რამაც სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია. დაშთაფას მოსახლეობამ მოგვიანებით მარნეულის მერიის შენობასთან გადაინაცვლა, მათ მერთან შეხვედრა მოითხოვეს და ნახევარი საათიც მისცეს ამისთვის, თუმცა ხალხთანმ მერიიდან არავინ გამოსულა.
მოსახლეობა ხვალ უკვე ქვემო ქართლის გუბერნატორთან შეეცდება შეხვედრას.