"ვერტმფრენის ჩართულობა ამ კერებს ვერ შეამცირებდა 19-შივე" | ჯუანშერ ბურჭულაძე ბორჯომის ხანძარზე 

გამოქვეყნდა:

"ვერტმფრენის ჩართულობა ამ კერებს ვერ შეამცირებდა 19-შივე" - ასე პასუხობს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დასმულ შეკითხვას, რატომ არ ჩაერთო სასაზღვრო ვერტმფრენები ბორჯომში, ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში ხანძრის გაჩენის დღესვე. ეს განცხადება მან სტიქიის ზონაში, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. 

ადგილზე მოვინახულე სტიქია, რომ შეგვეფასებინა სამომავლო რისკები, მიგვეღო გადაწყვეტილება, არის თუ არა საჭირო ჯარის ჩართვა აღნიშნულ ღონისძიებაში. გუშინვე, პრემიერმინისტრმა გამოსცა განკარგულება, რის მიხედვითაც საქართველოს თავდაცვის ძალები ჩაერთო აღნიშნულ ღონისძიებაში. ჩვენ ამ ეტაპზე მობილიზებული გვყავს ტექნიკა, ყველა საშუალება, რაც შეიძლება აქ იყოს საჭირო ასევე ცოცხალი ძალა და ჩვენ უკვე ვფიქრობთ, რომ რისკები არის შემცირებული და აღარ არის ის რისკები უკვე თავიდან არის აცილებული რაც იყო გუშინ ვთქვათ და ლოკალიზება მოხდა იმ კერების რაც შეიძლება გავრცელებულიყო დასახლებული პუნქტების მიმართულებით...

...სტიქიას ჰყავს შესაბამისი კომპეტენტური ადამიანები და უწყებები რომლებიც აფასებენ რისკს და შესაბამისად იღებენ გადაწყვეტილებას თუ რა სახის ტექნიკაა იმ ეტაპზე საჭირო, რომ ჩაერთოს. ვერტმფრენის ჩართულობა ამ კერებს ვერ შეამცირებდა 19-შივე, - ამბობს ბურჭულაძე. 

ცნობისთვის, ბორჯომში ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი