ბორჯომის ხეობაში გამანადგურებელი ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია. ასობით მეხანძრე მაშველმა და სამხედრომ, რამდენიმე ათეულმა მძიმე ტექნიკამ და ვერტმფრენებმა ხანგრძლივი და მძიმე ოპერაციის მთავარი ამოცანა შეასრულეს.
ამ დროის მონაცემებით ხანძრის გავრცელება ძირითადად შეჩერებულია, მაგრამ მდგომარეობა ნებისმიერ წუთს შესაძლოა კვლავ გაუარესდეს. თითქმის მილიონ 500 ათასი კვადრატული მეტრი ტყის ფართობზე ცეცხლის ასობით ლოკალური კერაა და ქარის გაძლიერების შემთხვევაში ხანძრის მასშტაბი კვლავ მომენტალურად გაიზრდება.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების გარდა დღეს მედიის ყურადღებნის ცენტრში აღმოჩნდა ხელისუფლების მოქმედების საკითხიც. ადგილობრივი მოსახლეობა სოფელ ქვაბისხევში - დაგვიანებულ რეაგირებაზე საუბრობს.
ხალხი ყვება, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ცეცხლის ჩასაქრობად ელემენტარული მოქმედებები იქნებოდა საკმარისი და ხანძრის მასშტაბი ამხელა არ იქნებოდა. რატომ დააგვიანეს რეაგირებმა სპეციალურმა ძალებმა, არსებობდა თუ არა ინფორმაცია ხანძრის შესახებ შესაბამის უწყებებში და რა შედეგზე გავა გამოძიება - შესაძლებელია თუ არა ტყეში ცეცხლის გაჩენის მიზეზის დადგენა?