საპროტესტო აქცია მიმდინარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში. ადგილობრივები კვლავ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გახანგრძლივებას აპროტესტებს.
სოფლის მცხოვრებლები ყვებიან, რომ უკვე 8 თვეა გზის საფარი მოხსნეს რის გამოც ქუჩაში მტვერი დგება. მათი თქმით, შეუძლებელია ფანჯრების გაღება, ფუჭდება მოსავალი.
მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გზის გადაკეტვა სცადა, რის გამოც ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
ატენელებს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი შეხვდა და ადგილობრივებს სამუშაოების მწარმოებელთან შუამდგომლობას დაჰპირდა.