"ამჟამად სამი ღია კერა გვაქვს" | ბორჯომში ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ

გამოქვეყნდა:

ძლიერი ქარის მიუხედავად ბორჯომში ვერტმფრენები სალიკვიდაციო სამუშაოებში ისევ ჩაერთნენ. გაჩნდა ცეცხლის ახალ კერები, სადაც რთული რელიეფის გამო ცოცხალ ძალას მისვლა უჭირს. იქ ისევ ძლიერი დაკვამლიანებაა, თუმცა ცეცხლის გავრცელების საშიშროება დასახლებულ პუნქტებთან არ არსებობს. 

უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები. პირობითად ტერიტორია დაყოფილი გვაქვს სამ სექტორად. ზოგიერთ სექტორში უკვე დასრულებულია სალიკვიდაციო სამუშაოები და მიმდინარეობს ამ პოზიციის შენარჩუნება. ზოგიერთ სექტორში სალოკალიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცაღა გვაქვს ცხელი წერტილები გამომდინარე მაღალი ტემპერატურიდან და ქარი ამ ყველაფერს ხელს უწყობს. ამჯამად სამი ღია კერა გვაქვს, ასე ვთქვათ, სადაც მუშაობენ აქტიურად მეხანძრე-მაშველები, - ამბობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი