ხანძარი ქუთაისში | დამწვარია 5 ათასი კვ. მეტრი ფართობი

გამოქვეყნდა:

ქუთაისში, ჭახათას დასახლებაში ხანძარი იყო. ცეცხლი ბალახის საფარს გაუჩნდა. დამწვარია 5 ათასი კვ. მეტრი ფართობი.

ძლიერი ქარისა და ადგილზე წიწვოვანი ტყის არსებობის გამო, ხანძრის მასშტაბების გაზრდის საფრთხე იყო. ადგილობრივებმა დაკვამლიანება შენიშნეს და სახანძრო-სამაშველო სამსახური გამოიძახეს. მათი თქმით, სანამ მაშველები ადგილზე მივიდნენ, ისინი ცეცხლის ჩაქრობას საკუთარი ძალებით ცდილობდნენ. 

5 წუთი რომ დაეგვიანებინათ, რამდენიმე სახლს ცეცხლი გადაედებოდა, ასევე იყო საფრთხე, წიწვოვანი ტყე რომ დამწვარიყო. ღმერთმა ქნა და გადაგვარჩინა, - ამბობს ადგილობრივი. 

ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზსს გამოძიება დაადგენს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი