"თუ დამტკიცდება, რომ დარღვეული აქვს [კანონი ოკუპაციის შესახებ], ვაჯარიმებთ ხოლმე" | გომელაური ძენგოვზე

გამოქვეყნდა:

"თუ დამტკიცდება, რომ დარღვეული აქვს, ვაჯარიმებთ ხოლმე", - ასე პასუხობს შინაგან საქმეთა მინისტრი შეკითხვას, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და კადიროვის მეგობარი ლევ ძენგოვი საქართველოშია და მას ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული აქვს.

არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი, პირველად გავიგე მართლა. თუ დარღვეული აქვს [კანონი ოკუპაციის შესახებ] როგორც ხდება, თუ დამტკიცდება რომ დარღვეული აქვს, ჯარიმდებიან ხოლმე, ვაჯარიმებთ ხოლმე... ჩვეულებრივად შეუძლია შემოსვლა, თუ ფაქტი არ აქვს მესაზღვრეს, მესაზღვრე ხომ ვერ ნახავს, ვერც სიზმარში ვერ ნახავს, თუ არ აქვს მიწოდებული რომ ამას დარღვეული აქვს და არ უნდა შემოუშვას, რა თქმა უნდა, შემოუშვებს ჩვეულებრივად, - ამბობს გომელაური. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი