რაჭაში, ამბორალურის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირაგეულში ხანძარი ლიკვიდირებულია.
გუბერნატორის ინფორმაციით, პრევენციის მიზნით ადგილზე ამ დრომდე რჩება რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
ხანძრის შედეგად 8 ჰექტარ ტერიტორიაზე ბალახები, ბუჩქები და მცირე ზომის ხეები დაიწვა. ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.