მთაწმინდის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება 24 საათით შეუწყდება

გამოქვეყნდა:

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" განცხადებით, 26 აგვისტოს, მთაწმინდის რაიონში, მელიქიშვილის გამზირზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოები ჩატარდება. კომპანიის ცნობით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 26 აგვისტოს 10:00 საათიდან 27 აგვისტოს დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
 

მთაწმინდის რაიონში -  მელიქიშვილის გამზ., როდენის, ღამბაშიძის, კოსტავას N26-60 (ლეწებს), N27-59 (კენტებს), კოსტავას მე-2 შესახ., სატივეს (კოსტავას 1 შესახ.), ლუარსაბ ბოცვაძის,  ტატიშვილის N1-15 (კენტებს), N2-14 (ლუწებს), თარხნიშვილის N 1-13 (კენტებს), 2-12 (ლუწებს), ჯანაშიას N 1-11 (კენტებს), N 2-12 (ლუწებს), შანიძის N 2-10 (ლუწებს), N 1-11 (კენტებს), აკაკი ხორავას, ფარნაოზ ლაპიაშვილის, მედეა (მზია) ჯუღელის N 3-31 (კენტებს), N 2-38 (ლუწებს), ჭიაურელის, ნიკოლაძის, შიო მღვიმელის, შარაშიძის ქუჩებს

 წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი