თბილისში, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" (GWP) შენობაში ხანძარი გაჩნდა.
როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი სარდაფში, მცირე ფართობზე იყო გავრცელებული.
ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.