ბორჯომში ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ტერიტორიული რეზერვის ასეული ჩაერთო

გამოქვეყნდა:

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბორჯომში, სტიქიის ზონაში ცეცხლის ქრობის სამუშაოებში თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის ტერიტორიული რეზერვის 102-ე ბატალიონის ასეული ჩაერთო.

"რეზერვისტები სოფელ აწყურის მიმართულებაზე არიან გადასროლილი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან კოორდინირებით სხვადასხვა მხარდამჭერ ამოცანას ასრულებენ, მათ შორის ცეცხლის კერების შეკავება, ასევე პერიმეტრზე მონიტორინგი და პატრულირებაა", - წერია უწყების განცხადებაში.

უწყების ცნობით, 102-ე ბატალიონის რეზერვისტებს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სპეციალური სწავლება, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, დანიელი სამხედროების, ეროვნული გვარდიის ინსტრუქტორებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით აქვთ გავლილი. ასეული დანიური მხარის მიერ გადაცემული კრიზისებზე რეაგირების ინვენტარითაცაა აღჭურვიული.

ბორჯომში ხანძრის ჩაქრობა ექვსი დღეა ვერ ხერხდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი