თერჯოლის რაიონის სოფელ კვახჭირის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს - 500-მდე ოჯახს სასმელი წყალი არ მიეწოდება. ორი წლის წინ სოფელში წყლის მილები გაიყვანეს, რისთვისაც მილიონობით ლარი დაიხარჯა, თუმცა ონკანებში წყალი ისევ არ მოდის. უწყლოდ დარჩენილ ხალხს სასმელი წყლის მოსაპოვებლად რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა ჭირდება.
სოფლის მოსახლეობა იძულებულია სასმელი წყალი იყიდოს, ტექნიკური წყალი კი მეზობელი სოფლიდან მოიტანოს. ადგილობრივები ამბობენ, რომ არაერთჯერადი მიმართვის მიუხედავად, გამგეობას რეაგირება არ მოუხდენია.
ხელისუფლების ადგილობრივი წარმომადგენელი ადასტურებს, რომ "ოცნების" მმართველობის დროს სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა.
ვერაფერს გეტყვით, მაშინ, როცა ჩაბარდა ეს სამუშაოები, უნდა განხორციელებულიყო, 2017 წელს დაიწყო და იმ წელიწადშივე მთავარი გაყვანილობა იყო დასრულებული, - ამბობს სოფლის გამგებელი რომან მამრიკიშვილი.
იგი აცხადებს, რომ პასუხისმგებლობა მას არ ეკისრება, რადგან სამუშაოების ჩაბარების მომენტში იგი გამგებელი არ იყო.
კვახჭირის მოსახლეობა ამბობს, რომ უახლოეს დღეებში მათი პრობლემა არ მოგვარდება, ისინი პროტესტის ნიშნად თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალს გადაკეტავენ.