ხანძრის მე-7 დღე ბორჯომში | ცეცხლი ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენსა და ახალციხის სოფელ თისელს უახლოვდება

გამოქვეყნდა:

ახალი საფრთხე ერთკვირიანი ტყის ხანძარის შედეგად. ბორჯომის ტყეში ცეცხლი დასახლებული პუნქტის და უმნიშვნელოვანესი მილსადენის მიმართულებით ვრცელდება. ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ახალციხის სოფელი თისელი კრიტიკული საფრთხის წინაშე არიან.

სოფელში უკვე დაკვამლიანებაა, მის მიმდებარედ კი ნავთობსადენის წნევის მარეგულირებელი სადგური მდებარეობს. საფრთხის რეალურობას შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედებები ადასტურებს - სპეციალურმა ჯგუფმა დღეს პრევენციის მიზნით ცეცხლის შესაძლო გავრცელების გზაზე სპეციალური თხრილები გააკეთა.

თავად სტიქია კი ძალებს სულ უფრო იკრებს. ცეცხლის გავრცელებას პირველ რიგში ქარი უწყპბს ხელს, რომლის გამოც დღის განმავლობაში ხანძირის ათეულობით ახალი კერა ჩნდება. ასობით მაშველი მეხანძრე და სამხედრო ხშირ შემთხვევაში უშედეგოდ ცდილობს ცეცხლის ჩაქრობას მიუვალ ადგილებში, სადაც წყლის მიწოდება ფაქტობრივად შეუძლებელია. ქართული და თურქული ავიაცია ასევე ვერ ახერხებს ეფექტურად მოქმედებას - პირველ რიგში ისევ ქარის გამო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი